logo

სიახლეები და ღონისძიებები

ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადის გამოსაშვები

ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადის გამოსაშვები

ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025

22 დეკემბერს (2025) logo-ში ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადის პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებას  უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა ნიშნიანიძე, კურსის ხელმძღვანელი თამარ რობაქიძე და კურსის ლექტორები, ლიზა გეჯაძე და მარინა კუჭუხიძე უძღვებოდნენ.

ადამიანური რესურსების სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა შეისწავლეს HR მენეჯმენტის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება - ორგანიზაციული სტრუქტურის დიზაინიდან დაწყებული, რეკრუტინგის, შეფასებისა და განვითარების სისტემებით გაგრძელებული და კომპენსაციის, ორგანიზაციული კულტურის მართვით დამთავრებული. კურსმა მოიცვა როგორც პრაქტიკული უნარები (ფეიროლი, ადმინისტრაციული პროცედურები, დამსაქმებლის ბრენდინგი, ქოუჩინგი), ისე საქართველოს შრომითი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა და თანამედროვე HR ტექნოლოგიების გამოყენება.

logo ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა