logo

სიახლეები და ღონისძიებები

logo - ბუშტების ფეხბურთი

logo - ბუშტების ფეხბურთი

ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

მეგობრებო თქვენთვის ძალიან, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. გუშინ 21 ნოემბერს (2016)  გაიმართა ბუშტების ფეხბურთში ფინალური შეხვედრა SEU-სა და logo-ს გუნდებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ SEU ცნობილია თავისი სპორტული მიღწევებით, ეს შეხვედრა logo-ელებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.

ჩვენმა სპორტსმენებმა იმედი არ გაგვიცრუეს, ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება მოიპოვეს. თამაში 1:0-ით დასრულდა logo-ს სასარგებლოდ. logo ბუშტების ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია! logo ამაყობს თქვენით: ლეონარდო გაბუნია, დანიელ ჩანჩალაშვილი, მენგლი უვდიევა, დიანა კნიშ, სანდრო მირიჯანაშვილი, გიორგი არაბული, ნიკა ტალახაძე.

ეს გამარჯვება დიდი სტიმულია ყველა logo-ელისთვის, რომელიც მონაწილეობას იღებდა და მიიღებს გარე ტურნირებში logo-ს სახელით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ logo-ელების უმრავლესობა სპორტულად აქტიურია და ყოველთვის გამოთქვამს სურვილს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის. #WeArelogo

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა