logo-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისა და აიბი მთიების წარმომადგენლის შეხვედრა
ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2019
აიბი მთიები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (logo) პარტნიორი სკოლაა. პარტნიორობის ფარგლებში ხდება logo-ს რესურსების გაზიარება როგორც აიბი მთიების სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.
სკოლის ახალი ბიბლიოთეკის მოწყობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში აიბი მთიების წარმომადგენელს კონლუსტაცია გაუწია logo-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ნატალია ასანიშვილმა.
ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიას დაესწრო logo-ს წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი სალომე ღუდუშაური. მან ბიბლიოთეკას logo-სგან საჩუქრად გადასცა ანთოლოგია, "ქართული ანბანი - 33 ემოცია", რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი “ლიბრარიუმის” თაროზე.