logo

სიახლეები და ღონისძიებები

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენცია!

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენცია!

ოთხშაბათი, 05 ნოემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ასოციაციის მხარდაჭერით, 26-31 ოქტომბერს უმასპინძლა საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ კონფერენციას, თემაზე: 

,,მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა"

ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნისა და აკადემიური დარგის წამყვანი მეცნიერები და მკვლ᳥ვარები ინტერდისციპლინარული დიალოგის, სამეცნიერო ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური იდეების გაზიარების მიზნით გააერთიანა.

კონფერენციის ფარგლებში, სასემინარო სამუშაოების პარალელურად, ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - Adana Alparslan Türkeş Science and Technology University-სა და IKSAD Institute-სთან, რაც logo-ს აკადემიურ საზოგადოებას ახალ საერთაშორისო პერსპექტივებსა და კვლევით შესაძლებლობებს შეუქმნის.

კონფერენცია დასრულდა ოფიციალური დახურვითი ცერემონიით, წარმოდგენილი საკვლევი რეფერატების შეჯამებითა და მონაწილე მეცნიერებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა