გრძელდება logo-ს გასვლითი ლექცია სემინარები logoელებისთვის. :) logo-ს მესამე კურსის სტუდენტები 25-26 (2017) მარტს გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა logoელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.
logoელებს სადილად logo-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ეწვია. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ logoCHER-მა ანუ logoელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 26 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.