10 ივნისს (2019) ს. ახმეტელის სახელმწიფო დრამატულ თეატრში logoდასის კიდევ ერთი ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.
„უსახელო ვარსკვლავი“
მიხეილ სებასტიანის პიესის მიხედვით
კომედია ერთ მოქმედებად
logoდასი სამი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ დროის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე სპექტაკლის პრემიერა, თეატრალური დასის მსახიობებმა მონაწილეობა მიიღეს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალში "ნიღაბი 2018", სადაც 2 ნომინაცია და 1 გამარჯვება მოიპოვეს. ასევე, logoდასი არის პირველი სტუდენტური დასი, რომელიც პოლონეთში მიიწვიეს.
logo წარმატებას უსურვებს logoდასს და მის თითოეულ წევრს!